აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიის კუნძულ გრენლანდიაში შვილის მოგზაურობის ფონზე კომენტარი გააკეთა.
მან პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები დაიცავს კუნძულს "ძალიან ცუდი გარე სამყაროსგან".
ტრამპმა დაწერა, რომ „გაიგონა, რომ გრენლანდიის ხალხი „MAGA"-ს [Make America Great Again"- ტრამპის კამპანიის სლოგანი „ვაქციოთ ამერიკა ისევ დიდებულ ქვეყნად] მომხრეა.
„ჩემი შვილი დონალდ ტრამპ უმცროსი და რამდენიმე წარმომადგენელი წავლენ იქ ულამაზესი ადგილებისა და პეიზაჟების სანახავად.
გრენლანდია მშვენიერი ადგილია და ხალხი დიდ სარგებელს მიიღებს, თუ ოდესმე ის ჩვენი სახელმწიფოს ნაწილი გახდება.
ჩვენ მას დავაფასებთ და დავიცავთ ძალიან ცუდი გარე სამყაროსგან. მოდით, გრენლანდია კვლავ დიდებული გავხადოთ," - დაწერა ტრამპმა