საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთის არმია აფრიკის ქვეყნებს ტოვებს, რადგან არ სურს ხელისუფლებაში რუსეთის მხარდაჭერით მოსული ხუნტებს დაეხმაროს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ეხმარებოდა აფრიკის სუვერენულ სახელმწიფოებს ჯიჰადისტების წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარებაში.
„ჩვენ წამოვედით, რადგან იყო გადატრიალებები, ჩვენ იქ ვიყავით სუვერენული სახელმწიფოების მოთხოვნით, რომლებმაც სთხოვეს საფრანგეთს ჩასვლა. თუმცა საფრანგეთს ადგილი იქ აღარ უყო, რადგან ჩვენ პუტჩისტების დამხმარეები არ ვართ“, - განაცხადა მაკრონმა.
მისი აზრით, საფრანგეთი არ იხევს უკან აფრიკაში, ის უბრალოდ რეორგანიზაციას ახორციელებს.
საფრანგეთი 10 წელია ჩართულია სამხედრო ოპერაციებში საჰელის რეგიონში, ჯიჰადისტების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან „ალ-ქაიდასთან“ ან „ისლამურ სახელმწიფოსთან“. ამ დროის განმავლობაში აფრიკაში 58 ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა.
საფრნაგეთი იძულებული გახდა ჯარები გაეყვანა მალიდან, ბურკინა-ფასოდან და ნიგერიდან 2022-2023 წლებში მას შემდეგ, რაც სამხედრო ხუნტებმა, რომლებიც რუსეთთან დაახლოებულნი იყვნენ, ძალაუფლება ამ სამ ქვეყანაში აიღეს.
დეკემბრის ბოლოს ფრანგი ჯარისკაცების პირველმა კონტინგენტმ ჩადიც, მალე ფრანგულმა არმიამ უნდა დატოვოს სენეგალიც, რომლის პრეზიდენტმა ადრე განაცხადა, რომ ქვეყანაში უცხოური ჯარების ყოფნა შეუთავსებელია მის სუვერენიტეტთან.
"ჩვენ შევთავაზეთ აფრიკის სახელმწიფოს მეთაურებს, რომ მოვახდინოთ ჩვენი ყოფნის რეორგანიზაცია. და ეს კარგია, რადგან სამყარო იცვლება და ჩვენ უნდა მივიღოთ ეს ახალი პარტნიორობა კონტინენტთან," - განაცხადა მაკრონმა.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ აფრიკის ლიდერებს დაავიწყდათ მადლობოს გადახდა ყველაფრისთვის, რაც საფრანგეთმა გააკეთა მათთვის 2013 წლიდან.
"ვერც ერთი მათგანი ვერ მართავდა სუვერენულ ქვეყანას ამ ჩარევის გარეშე. ასე რომ, ეს არ არის სერიოზული, ამას დროთა განმავლობაში მოხვდებიან," - თქვა მაკრონმა.