საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი "ხალხის პარტიის" ლიდერს კობა დავითაშვილს პასუხობს.
როგორც კომპანია "კავკასიის" ეთერში "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა და ყოფილმა პარლამენტარმა ალექსანდრე შალამბერიძემ განაცხადეს, საქართველოში დამოუკიდებელი პროფკავშირული მოძრაობის სერიოზული დეფიციტია და ამის გამო ისინი იძულებულნი არიან შეითავსონ პროფკავშირების ფუნქციები.
ეთერ მათურელის განცხადებით, კობა დავითაშვილს და ალექსანდრე შალამბერიძეს უფლება არ აქვთ, პროფკავშირების ფუნქცია შეითავსონ.
"პროფკავშირული მოძრაობა საქართველოში ნამდვილად დამოუკიდებელია და დამოუკიდებელია ის პოლიტიკური პარტიებისგან, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური. ამდენად, ჩვენ პოლიტიკურ შეკვეთებს ვერ შევასრულებთ, რადგანაც ამომრჩევლები, ჩვენი პროფკავშირის წევრები თქვენ გირჩევენ იმისათვის, რომ თქვენ შეასრულოთ ჩვენი დაკვეთა და ცრუ დაპირებებიდან საქმეზე გადახვიდეთ", _ აცხადებს ეთერ მათურელი.