საქართველოს გზებზე გარკვეული შეზღუდვები კვლავ რჩება.
ზვავსაშიშროების გამო ამ დრომდე ჩაკეტილია გუდაური-კობის მონაკვეთი. შეზღუდვებია მლეთა-გუდაურისა და კობი-სტეფანწმინდის საავტომობილო მონაკვეთზეც, სადაც მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები.
ჯვრის უღელტეხილზე კი აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ქარი ჩადგება და ნალექი დაიკლებს, თუმცა ყინვები შენარჩუნდება.