დღეს, 27 იანვარს, წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 500 ბავშვს მონათლავს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში 16:00 საათზე გაიმართება.
ეს პატრიარქის მიერ ბავშვების რიგით მეათე ნათლობაა. პატარებს საჩუქრად სახარება, ჯვრები და ნათლობის სიგელი გადაეცემათ. დღეისთვის კათალიკოს-პატრიარქის ნათლული 4480 ბავშვია. ისინი ჯვარდაწერილი მეუღლეების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან.