შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს რეგიონული დანაყოფების II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა, სარფში სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს საქართველოს მოქალაქე ზაურ ზურაბის ძე გრიგორაშვილი, რომელიც 2012 წლის 18 ივნისს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით, ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარის უკანონოდ გადაკვეთას.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლით.