სააპელაციო სასამართლო შეგნებულად ახანგრძლივებს ბიძინა ივანიშვილის საქმის განხილვას მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით, რათა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქის სტატუსით მონაწილეობა არ მიიღოს, _ აღნიშნულის შესახებ ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ და განაცხადა, რომ ივანიშვილის სასამართლო პროცესებში საერთაშორისო ადვოკატები ჩაერთვებიან,
,,სამართლო შეგნებულად ჭიმავს განხილვის ვადებს, რათა შეასრულოს მიხელ სააკაშვილის სურვილი, რომ ბიძინა ივანიშვილმნა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქის სტატუსით მონაწილეობა ვერ მიიღოს", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სასამართლო სააკაშვილის ინტერესების გამტარებელია.
,,სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში სასამართლო ხელისუფლების ფიქციას წარმოადგენს და იგი მხოლოდ სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველის ქვეყნის პრეზიდენტის ნების აღმსრულებელია".
როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე ფანჯიკიძემ განაცხადა, სააპელაციო სასამართლო ვერ მოახერხებს მიუკერძოელბლად გადაწყვიტოს ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი, ისევე როგორც სასამართლომ ვერ შეძლო ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმასთან დაკავშირებით ობიექტური გადაწყვეტილების მიღება.
,,სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებები და ბიძინა ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობა, რომელიც დაახლოებითY148 მილიონ ლარს აღწევდა შეამცირა დაახლოებით 65 მილიონ ლარამდე. ამით აღიარებული იქნა ის ფაქტი, რომ საქართველოს კონტროლის პალატა და თბილისის საქალაქო სასამართლო ცდილობდნენ კანონისთვის, რომელიც ამძიმებს პასუხისმგებლობას მიენიჭებინათ უკუძალა. Kკარგია, რომ სააპელაციო სასამართლომ ის მაინც გააკეთა, რომ აღკვეთა სამართლის საყოველთაო პრინციპის დარღვევა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ სასამართლო პროცესები საპროცესო დარღვევებით მიმდინარეობს ივანიშვილის სასამართლო პროცესებში საერთაშორისო ადვოკატები ჩაერთვებიან.
"მინდა გითხრათ, რომ ამ საქმეში ჩაერთვებიან საერთაშორისო ადვოკატები, რადაგან ეს არის ძალიან სერიოზული საქმე", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.