პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ 6.8 % იქნება. როგორც პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური აღნიშნავს, ეს რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.
"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში "საქსტატი" ინტენსიურად მუშაობდა ბაზის გამოსწორებაზე. თუ დაუკვირვებადი ეკონომიკის ნაწილი იყო 20-21-22 % ახლა ეს მაჩვენებელი შემცირებულია და 13-14 % ზეა ჩამოსული. შესაბამისად, გაცილებით სწორი ინფორმაცია გაგვაჩნია ყოველდღიურ ეკონომიკურ ვითარებაზე საქართველოში. დღევანდელი მონაცემებით, პირველ კვარტალს დავასრულებს 6,8 % იანი ზრდით, რაც ერთ-ერთ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონში და შეიძლება მსოფლიოშიც. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიო ეკონომიკა არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია და საკმაოდ ბევრ ქვეყანას სერიოზული ეკონიმიკური პრობლემები აქვს", - განაცხადა ნიკა გილაურმა.