საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე მიმდინარე მაკროეკოვომიკური პარამეტრები შეაჯამა და აღნიშნა, რომ იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა 19-20 % -თაა გაზრდილი, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 60-65 %-ით.
"იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 19-20 % -ით აქედან, ექსპორტი გაზრდილია 12-13 % ით ხოლო იმპორტი 21-22 %-ით, რაც ცუდი მაჩვენებელი არ არის.
2012 წლის მაისში იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექსპორტის თვალსაზრისით. ანუ ექსპორტი იზრდება ქვეყანაში იფრო ნაკლები ტემპით ვიდრე იზრდებოდა გასული წლის განმავლობაში, მაგრამ ზრდის ტემპი მაინც მაღალია", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, პირველი კვარტალი ერთ ერთი ყველაზე უფრო წარმატებული კვარტალია.
გილაურის თქმით, ქვეყანაში ამ დროისათვის შემოსულია 270 მილიონი დოლარის პორდაპირი უცხოური ინვესტიცია. როგორც პრემიერი აცხადებს, პირველ კვარტალში ერთ ერთი მთავარი ინვესტორი გერმანია იყო.
"თუ გავაკეთებთ ანალიზს გეოგრაფიულ ჭრილში მაშინ ერთ ერთი მთავარი ინვესტორი ამ პერიოდში არის გერმანია და სწორედ გერმანულმა კომპანიებმა განახორციელეს ინვესტიციები საქართველოში და თუ შევადარებთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს უცხოური ინვესტიციების სახით 60-65 % იანი ზრდა გვაქვს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს შეიძლება ითქვას, რომ არის ინვესტირება სამუშაო ადგილებში რათა შემცირდეს ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი რაც არის ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა 2012 წლისა და უახლოესი წლების განმავლობაში", - განაცხადა გილაურმა.