დღეს, 26 იანვარს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი #52-ე სჯარო სკოლაში ახალი პროექტის, "კურსდამთავრებულთა კლუბის - ALUMNI'' -ის პრეზენტაციას გამართავს.
შაშკინის ფინანსური მხარდაჭერით, #52-ე სკოლის ერთ-ერთი საკლასო ოთახის რეაბილიტაცია მოხდა. აღნიშნულ სკოლაში მინისტრი 11 წლის განმავლობაში სწავლობდა.
დიმიტრი შაშკინი გარემონტებულ საკლასო ოთახს პირადად გახსნის და ამ ინიციატივით საქართველოში ახალი პროექტის განხორციელებას ჩაუყრის საფუძველს.
პროექტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში "ALUMNI''-ის სახელწოდებითაა ცნობილი და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
"კურსდამთავრებულთა კლუბის'' ფარგლებში წარმატებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სკოლას, სადაც სწავლობდნენ, გარკვეული დახმარება აღმოუჩინონ.