ავტორიტეტული რელიგიური მოღვაწე საუდის არაბეთიდან, იმამი ალი ალ-რაბეი, მზადაა 450 ათასი აშშ დოლარი გადაუხადოს მას, ვინც, სირიის ლიდერის, ბაშარ ასადის ლიკვიდაციას მოახდენს.
ეს გადაწყვეტილება იმამმა მას შემდეგ მიიღო, რაც სირიის სამთავრობო ჯარებმა ქალაქ ჰულაში ასზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები დახოცეს.
"ჩვენ ვთავაზობთ 450 ათასი დოლარის ჯილდოს მას, ვინც, ბაშარ ასადის ლიკვიდაციას მოახდენს - მკვლელის, ვისმა დანაშაულმა ბავშვებისა დ ქალების წინააღმდეგ მსოფლიო შოკში ჩააგდო", - წერს ალი ალ-რაბეი Twitter.
ოფიციალური კომენტარი საუდის არაბეთის სამეფო კარიგან ამ ფაქტთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.
შეგახსენებთ, რომ 25 მაისს ქალაქ ჰულაში სირიის სამთავრობო ძალებმა 114 ადამიანი, მათ შორის 32 ბავში მოკლეს.