ყატარის დედაქალაქ დოჰას ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაღუპულია 20 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი და ორი მეხანძრე. ამის შესახებ ინფორმაციას Al Arabiya ავრცელებს.
ხანძარის გაჩენის მიზეზი ფეშენებელურ Villagio Mall-ში დადგენილი არააა.
საგანგებო სამსახურებმა შენობაში მყოფთა უმეტესობის ევაკუირება მოახერხეს.
ქვეყნის შსს-ს განცხადებით, დაღუპულთა შორის 4 ესპანელი ბავშვია, 4 კი მასწავლებელი. 17 ადამიანს სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული.
Al Jazeera-ს ინფორმაციით, ხანძარი ბავშვთა ოთახში გაჩნდა, სწორედ ამით აიხსნება დაღუპული ბავშვების რაოდენობა.
Villagio Mall-ი 2006 წელს გაიხსნა. მასში განთავსებულია მაღაზიები, რესტორნები, სასტუმროები, კინოთეატრები და სხვა გასართობი და მომსახურეობის ცენტრები. აქვეა იტალიურ სტილში გადაწყვეტიილი ხელოვნური წყლის არხები, სადაც ვენეციური გონდოლები დაცურავენ.