დღეს, 29 მაისს, 12.00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები საგანგებო ბრიფინგს გამართავენ, რომელზეც გახდება ცნობილი გააგრძელებენ თუ არა ცენტრში მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის 50-მდე თანამშრომელმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. სამსახურიდან წასვლის მიზეზი ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმონოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება გახდა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად სამინისტრომ მაია მიმონოშვილისა და სამინისტროს პრინციპული შუთავსებლობა დაასახელა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მისი ვაჟის "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა გახდა. მაია მიმონოშილმა დაადასტურა, რომ მისი ვაჟი მეუღლესთან ერთად მართლაც მონაწილეობდა აქციაში. თუმცა მისი თქმით, თუ სამსახურიდან დასთხოვნის მიზეზი ესაა, " ეს არის სრული კატასტროფა".