რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუა აცხადებს, რომ ივანიშვილი და `ნაცმოძრაობა~ ერთი მთელის ორი ნაწილია. აღნიშნულთან დაკავშირებით, მინდია გულუას განცხადება პარტია "განახლებული საქართველოოსთვის" პრესამსახურმა გაავრცელა.
მინდია გულუა მიიჩნევს, რომ 27 მაისს გამართულმა "მშვიდობიანმა~ აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილი და `ნაცმოძრაობა~ ერთი მთელის ორი ნაწილია.
"ამის თქმის საფუძველს გუშინდელი `სახალხო სეირნობა~-ც მაძლევს, რომელიც
ზხელისუფლების `კეთილი ნების~ წყალობით ექსცესების გარეშე ჩატარდა. ჩემთვის, პირადად მინდია გულუასთვის სახელსა და გვარს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს და ყველას დავუჭერ მხარს, ვინც კონკრეტული პროგრამებით დააპირებს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას, მაგრამ, როცა ვხედავ ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი დღევანდელი ხელისუფლების თამაშს თამაშობს, პროტესტის გრძნობა მიჩნდება.
ჩემს თანამემამულეებს შევახსენებ, რომ 12 მაისს პოლიტიკური პარტია `განახლებული საქართველოსთვის~ მიერ დაგეგმილ დევნილთა შეკრება, თბილისში და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში, ხელისუფლებამ არათუ ხელი შეუშალა, ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტები დააპატიმრა კიდეც. არადა, ჩვენს მიერ ორგანიზებული შეკრებაც ისეთივე მშვიდობიანი იყო, როგორიც გუშინდელი `სახალხო სეირნობა~, - აცხადება გულუა და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის, როგორც ქართველი მეცენატის მიმართ არანაირი სასაყვედურო არ აქვს, მაგრამ, როცა იგი პოლიტიკურ თამაშს იწყებს და ამით ხელს უწყობს დღევანდელი ხელისუფლების სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებას, ამას ვერ შეურიგდება.
"ვერ შევურიგდები იმას, რომ ვითომცდა ე.წ. `გამოცდილ პოლიტიკოსებზე~ დაყრდნობით (რომლებმაც მრავალგზის დაამტკიცეს თავიანთი უპრინციპობა და საქართველოს ინტერესების იგნორირება) აპირებს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ მოუსავლეთში გამგზავრებას. სასწაულიც რომ მოხდეს და კოალიცია `ქართულმა ოცნებამ~ უმრავლესობა მოიპოვოს პარლამენტში, მაინტერესებს, არსებითად რა შეიცვლება ქართულ პოლიტიკურ რეალობაში? პირიქით, უფრო უარესი პერსპექტივის მოლოდინში უნდა ვიყოთ. ჩვენ ახალი სისხლის გადასხმა გვჭირდება და არა მრავალგზის გაცვეთილი იდეების ახლებურად შეფუთვა, რეაბილიტაცია, რომელსაც ასე თავგამოდებით ცდილობს ბატონი ბიძინა. მე თვალს ვუსწორებ გუშინდელი აქციის მასშტაბურობას, მაგრამ, დანამდვილებით ვიცი, თუ ქართველი ხალხი კრიტიკული არ იქნება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ, შესაძლოა გამოუსწორებელი შეცდომები დავუშვათ. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ გეგმებს, უახლოეს მომავალში დავამტკიცებ, რომ ქვეყნის აღმშენებლობას კონკრეტული პროგრამებით ვაპირებ და არა ილუზორული ოცნებით", - ნათქვამია განცხადებაში.