განათლების ეროვნულ ცენტრს მაია მიმინიშვილის ნაცვლად განათლების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე უხელმძღვანეებს.
ამის შესახებ განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინისა და განათლების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების შეხვედრისას გახდა ცნობილი.
მინისტრმა გამოცდების ცენტრის შენობა უკომენტაროდ დატოვა.
მინისტრმა განათლების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ არსებობს მინისტრისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციების შეუთავსებლობა ყველა გამოცდასთან დაკავშირებით, რომელსაც ცენტრი ატარებს.
შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად სამინისტრომ მაია მიმონოშვილისა და სამინისტროს პრინციპული შუთავსებლობა დაასახელა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მისი ვაჟის "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა გახდა. მაია მიმონოშილმა დაადასტურა, რომ მისი ვაჟი მეუღლესთან ერთად მართლაც მონაწილეობდა აქციაში. თუმცა მისი თქმით, თუ სამსახურიდან დასთხოვნის მიზეზი ესაა, " ეს არის სრული კატასტროფა".