პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ანზორ ბოლქვაძემ და ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი გვინდაძემ გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე ახალი სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა დაათვალიერეს.
გოდერძის კურორტის მშენებლობისთვის 2012–2013 წლებში 13 მლნ ლარი უნდა დახარჯულიყო, თუმცა გადაწყდა, რომ წელს ქვეყნის ბიუჯეტიდან მისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 18 მლნ ლარი გამოიყოფა. ამ თანხით აშენდება 4 კმ-იანი ტრასა, რომელსაც კიდევ რამდენიმე მომცრო ტრასა მიემატება, ასევე გაკეთდება საავტომობილო გზები და აიგება ადმინისტრაციული შენობა.
სამთო-სათხილამურო კურორტის მოწყობაში ჩართულნი არიან უცხოური კომპანიებიც. იგი სიდიდითა და მნიშვნელობით გუდაურს გაუწევს კონკურენციას.
მასალის გამოყენების პირობები