ძლიერი მიწისძვრა არგენტინაში - 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ქვეყნის ჩრდილოეთით დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ სანტიაგო-დელ-ესტეროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 116 კილომეტრის მოშორებით, 589 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ჯერჯერობით ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.