გასულ კვირას, "საქართველოს ბანკის" ჰოლდინგის (BGEO LN) ფასმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე 0.7%-ით დაიკლო და 9.63 გირვანქა სტერლინგი შეადგინა, ხოლო ვაჭრობის მთლიანმა მოცულობამ 405,000-ს მიაღწია. რაც შეეხება საქართველოს საფონდო ბირჟას, გარიგებები "ლიბერთი ბანკის" (BANK, ფასმა არ შეცვლილა) და "საქართველოს ბანკის" (GEB, ფასმა დაიკლო 9.5%-ით) აქციებზე დაიდო, ხოლო "ბი ჯი კაპიტალის" ინდექსმა 9.2%-ით დაიკლო.