თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ ორთაჭალაში დროებით საცხოვრებელში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ლილი მარიამული მოინახულა, რომელიც წლების მანძილზე უსახლკაროა.
დეპუტატის განცხადებით, ლილი მარიამული იმ კატეგორიის მოქალაქეებს ეკუთვნის, რომელსაც დაუყონებლივ ესაჭიროება სახელმწიფოს მხარდაჭერა, რომ ცხოვრება ადამიანის ღირსების შესაბამის გარემოში გააგრძელოს.
"ქალბატონი ლილი წლების მანძილზე ცხოვრობს ძალიან რთულ და გაუსაძლის საცხოვრებელ გარემოში. ჩემი მასთან მისვლის მიზანი გახლავთ, მივაპყრო ხელისუფლების ყურადღება ქალბატონი ლილისადმი, რომ მან მიიღოს "სოციალური საცხოვრისის" პროგრამით გათვალისწინებული ბინა და არ დარჩეს სახელმწიფოს ყურადღების მიღმა", - განაცხადა ზაზა გაბუნიმ.
მისივე თქმით, უსახლკაროთა საკითხი ერთ-ერთია დედაქალაქში არსებულ მწვავე პრობლემათა შორის და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ადამიანები ხელიდან გამოვტაცოთ უსახლკარობას და მიუსაფარ მდგომარეობას.