"ეს უკვე იყო თანამშრომლობა. როგორც ნახეთ, ერთად ვიდექით. სამებაშიც შევხვდით ერთმანეთს. თანამშრომლობა აუცილებლად იქნება ნებისმიერ ქართველთან", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 27 მაისის მანიფესტაციაზე ,,სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს მხარდაჭერის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ საქართველოს საკეთილდღეოდ ყველა უნდა გაერთინდეს.
,,თანამშრომლობა და გაერთიანება სხვადასხვა რამეა. ასეთი ტიპის თანამშრომლობები ვფიქრობ, მომავალშიც ბევრი გვექნება. Yყველა ქართველთან მოვახერხებთ და ჩვენ ვნახავთ საერთო ენას, რომ როგორმე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ და ერთმანეთს დავეხმაროთ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 27 მაისს ,,ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ მანიფესტაციას ,,სახალხო კრება" შეუერთდა.