შსს სასაზღვრო პოლიციის N 1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე იური მანაგაძე და გულბათი ჭულუხაძე დააკავა, რომლებმაც თურქეთის რესპუბლიკიდან სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით, გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
აღნიშნული პიროვნებები შემდგომი რეაგირებისათვის სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიულ განყოფილებას გადაეცა.