,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები, შესაძლოა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდნენ, _ ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ კლინტონს რამდენადაც ცნობილია, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს და ჯერჯერობით დაზუსტებული არა არის მოახერხებენ, თუ არა მასთან შეხვედრას.
"ჩვენ გვექნება მცდელობა ჰილარი კლინტონის შეხვედრის და თუ მოხერხდება. Mმე ვიცი, რომ ძალიან მოკლე დროით ჩამოდის და ზუსტად არ ვიცი რა გეგმებია და მოხერხდება, თუ არა შეხვედრა ესეც არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ჩვენ მცდელობა გვექნება, რომ მოვახერხოთ შეხვედრა ქალბატონ კლინტონთან", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 5 ივნისს საქართველოს ეწვევა.