"ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მაჟორიტარების უმრავლესობა შერჩეულია და დარჩენილია რამდენიმე პრობლემური რეგიონი, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მაჟორიტარების კანდიდატურებს "ქართული ოცნება" სრულად 15 ივნისამდე დაასახელებს.
"ჩვენ მაჟორიტარები ნახევარზე მეტი შერჩეული გვყავს. 5, თუ 10 რეგიონი გვაქვს შედარებით რთული სადაც გადაწყვეტილება ჯერ არ გვაქვს მიღებული. ის ნახევარი, რაც დავასახელე უკვე გადაწყვეტილია. დანარჩენი 40% პირობითად, თუ ვიტყვით ჩვენი გუნდიდან ბევრი კარგი ასარჩევი გვყავს და ეს უკვე კარგი პროცესია და მოვახერხებთ, რომ ავირჩიოთ", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" ლიდერმა.
მისივე განცხადებით, "ქართული ოცნება" მაჟორიტარების ვინაობას 15 ივნისამდე დაასახელებს.
"ჩვენ მაჟორიტარების დასახელებას დავიწყებთ არაუგვიანეს პირველი ივნისისა. პირველში მთლიანად არ დავასახელებთ, მაგრამ რაღაც ნაწილს დავასახელებთ და შემდეგ პროპორციულად ივნისის შუა რიცხვებამდე ალბათ მაჟორიტარების მაქსიმალურ რაოდენობას უკვე დავასახელებთ", _ განაცხადა ივანიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მაჟორიტარის კანდიდატურად პაატა ბურჭულაძე არ განიხილება.
"პაატა ჩემი მეგობარია. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობები გვაქვს და ჩვენ ორივე ვცდილობთ ერთად მეც და პაატაც, რომ იქნებ დარჩეს პოლიტიკის გარეშე და ვნახოთ როგორ გააგრძელდება. Pპაატა დღეს დღეობით მაჟორიტარად არ განიხილება და უფრო გვიან თუ რაღაცა გაგვიჭირდა შეიძლება რაღაცა მოხდეს. თუმცა მგონია, რომ ამის აუცილებლობა არ იქნება. ჯობია ამ კაცმა აკეთოს თავის საქმე, თანაც კარგად აკეთებს. Mმაგის გვარობაზე ჩვენ საქართველოს, კარგი სახელი გვაქვს და ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი მაინც წარმატებული ქართველი ვარსკვლავია მსოფლიო დონის და იქნებ არ ღირდეს პაატა პოლიტიკისთვის მოვაცდინოთ", _ განაცხადა ივანიშვილმა.