საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობს.
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ნატოს გენერალურ მდივანს, ევროკავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს და ბელგიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
ბაქრაძე სიტყვით გამოსვლას გეგმავს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში გაფართოებულ სხდომაზე.
"ერთ-ერთი ძირითადი თემა იქნება რა თქმა უნდა ოკუპირებული ტერიტორიები და უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება. ჩვენი ამოცანაა, რომ მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებს და მათ შორის პირველ რიგში ევროკავშირს, როგორც ინსტიტუციას და ნატოს, როგორც ინსტიტუციას, იმ ვითარებაზე, რომელიც არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და იმ ვითარებაზე, რომელიც არსებობს ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან მიმართებაში. გარდა ამისა, ბუნებრივია იქნება საუბარი შიდა პოლიტიკაზე, რეფორმებზე და ეკონომკაზე", _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.