"საქართველოს მიმართ საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დავადასტურეთ", - განაცხადანატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
"ჩვენ გვსურს ვიხილოთ, რომ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა პატივს სცემს.დაბოლოს, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ის, რაც ნატომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გადაწყვიტა - საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.მოხარული ვართ, რომ თქვენ უკვე დიდ პროგრესს მიაღწიეთ და კვლავაც დიდი სიამოვნებით გაგიწევთ დახმარებას რეფორმების პროცესში", - განაცხადა რასმუსენმა.