საქართველოს კონტროლის პალატამ პოლიტიკური სუბიექტისაგან გამოითხოვნილ ინფორმაციებში, რომელიც ინფორმაცია 1-ლი იანვრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში გაწეულ ფინანსურ ანგარიშბრუნვას ეხება, მთელი რიგი ტექნიკური, ისე შინაარსობრივი ხასიათის უზუსტობები და ხარვეზები აღმოაჩინა.
კონტროლის პალატის, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის
სამსახურის ინფორმაციით, ახალ მემარჯვენეებს არასწორად აქვს დადეკლარირებული საბიუჯეტო შემოსავალი, რაც ტექნიკურ ხარვეზად არის მიჩნეული. მათვე "არ აქვს წარმოდგენილი ვითიბი ბანკის ანგარიშის IBAN ნომერი, არ არის დადეკლარირებული რესპუბლიკური პარტიის მიერ გადმორიცხული 709.36 ლარი (გატარებულია, როგორც საკომუნიკაციო ხარჯის ანაზღაურება).
მემარჯვენეების "საარჩევნო სისტემების განვითარების ცენტრიდან მიღებული სახსრების დიდი ნაწილი, კერძოდ 10,666 ლარი გატარებულია სხვა ხარჯებში (ბანკის ამონაწერიდან შეიძლება დასკვნა გაკეთდეს, რომ ამ თანხიდან 9437.95 ლარი გაიხარჯა საწვავის შესაძენად), თუმცა საწვავი არ არის მიკუთვნებული რომელიმე მივლინებას, ან რეგიონული პროექტის დაფინანსებას".
პარტიასთან "განახლებული საქართველოსთვის" მიმართებაში საქართველოს კონტროლის პალატა აღნიშნავს, რომ "არ სრულდება საბალანსე ტოლობა: აქტივების მხარეს 51,012 ვალდებულებებისა და კაპიტალის მხარეს: 137,519.91; ორმა N7 საბალანსო ანგარიშგებაში 51,012.7 ლარი საკუთარი კაპიტალის ნაცვლად უნდა ეწეროს 35494,51 დაუფარავი ზარალი, არ ემთხვევა აქტივების ნაშთი: 46,570 აქვს საბალანსო ფორმაში, ხოლი ფორმა N9-ში, წარმოდგენილია 47,878 ლარი; დადეკლარირებულია ზედმეტი საიჯარო ქირის ხარჯი, რომელიც არ დასტურდება საბანკო ამონაწერიდან; დეკლარაციაში არ ჩანს: აუდიტორის მომსახურება 200 ლარი".
"დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" მიერ, დადეკლარირებულია 23,774.3 ლარის შემოსავალი, საბანკო ამონაწერიდან კი ჩანს 28,290.3 ლარის შემოსავალი, ასევე დადეკლარირებულია საკასო 22,984 ლარის ხარჯი, საბანკო ამონაწერიდან ჩანს 27,690.13 ლარის ხარჯვა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობასთან მიმართებაში გასარკვევია ორი ტრანზაქცია, 5209,87 სტერლინგზე და 5000 ლარზე. ასევე, გამოსათხოვია სალაროს ანგარიშგება (ხარჯების ნაწილის და 23 009 ლარი აქტივის შეძენის დასადასტურებლად).
კონსერვატიული პარტიის მიერ დადეკლარირებულია 34616 ლარის ხარჯვა, ბანკში ჩანს 92847.2 ლარის ხარჯი. პარტიას შეცდომით აქვს შევსებული ფორმა N 9. პერიოდის დასაწყისში აჩვენებს ნაშთს ნულს, მოძრაობაც არ არის, ხოლო ნაშთი პერიოდის ბოლოს მატერიალური მარაგებისა არის 1,002,800, მაშინ როდესაც ამ მუხლის ჩაშლაში გვხვდება ერთადერთი.
ჩანაწერი „სხვა მატერიალური მარაგების" გრაფაში 1,020,000. ასევე არ არის დადეკლარირებული საბალანსო ანგარიშგებაში მატერიალური მარაგების მუხლში.
რაც შეეხება "ქართული დასს", პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის
სამსახურის ინფორმაციით, პარტიის მიერ არ არის დაცული საბალანსე ტოლობა, საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისში და პერიოდის ბოლოს პერიოდის დასაწყისში: აქტივები 444.65 ვალდებულებები და კაპიტალი 904.2 პერიოდის ბოლოს: აქტივების მხარეს არის 258 ვალდებულებების და კაპიტალის მხარეს კი მინუს 75. იმავდროულად, ახალი დეკლარაციის ჯამური აქტივების და ჯამური ვალდებულებებისა და კაპიტალის მუხლები არ ედრება ძველი დეკლარაციის შესაბამის მუხლებს. 904.2 ლარი უნდა იყოს პერიოდის დასაწყისის ნაშთი აქტივებში. ასევე "ქართულ პარტიას" არასწორად აქვს ნაჩვენები შემოსავალი და ხარჯები. საბიუჯეტო დაფინანსება გატარებული აქვს როგორც საარჩევნო კამპანიის შემოსავალი, მაშინ როდესაც საანგარიშგებო პერიოდში 01.01.2012-01.03.2012 არ ჩატარებულა არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ საარჩევნო კამპანია. ამ შეცდომიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული სახსრების ხარჯვაც ნაჩვენები აქვს სხვა ფორმაში. აღსანიშნავია, რომ თანხა ხარჯებისათვის გააქვს პირადად ჯონდი ბაღათურიას ხელზე, შესაბამისად ხარჯვის არსებითი ნაწილის11,795 ლარის დადასტურება შეუძლებელია დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე.
ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის
სამსახურის ინფორმაციით, დადეკლარირებული აქვს 48,431 ლარი მიღებული საარჩევნო სისტემების განვითარების ცენტრიდან, რომლის მხოლოდ 19,699 ლარის ხარჯვაა გაშიფრული, ხოლო დანარჩენი თანხის ხარჯვა არ არის შესაბამის ფორმაში დადეკლარირებული. სამსახურში განმარტავენ, რომ საწევრო შენატანები პირდაპირ ირიცხება ხელფასის გამცემი ორგანოს ანგარიშიდან, შესაბამისად შემომწირველებად ფიქსირდებიან იურიდიული პირები. არცერთ საწევროს შენატანს არ აქვს მითითებული ანგარიშის ნომერი, ხოლო რამდენიმე მათგანი ნაღდი ფულით არის შეტანილი. კერძოდ, საბანკო ამონაწერში არ ჩანს 686 ლარის შემოსავალი. პარტიას არ აქვს საბარათე ანგარიშის ბრუნვა წარმოდგენილი და ბანკის და დეკლარაციის ხარჯის თანხები არ ემთხვევა. იჯარა არ ემთხვევა - 1183 ლარი, არ აქვს საკომისიო შეყვანილი დეკლარაციაში - 117 ლარი. დაზღვევა, ავტო-ტექმომსახურება, საბურავების შეძენა - კონკრეტულ მუხლებში უნდა ყოფილიყო გაშიფრული. საშემოსავლო არის გასამიჯნი - ხელფასის და იჯარის. ასევე არ არის ნაჩვენები ფუნტი სტერლინგის ანგარიშზე ბრუნვა, 1211 ანგარიშზე ნაჩვენებია 1672 ნაცვლად 2103-ისა, ხოლო პარტიას ერთი საბანკო ანგარიში საერთოდ არ აქვთ წარმოდგენილი. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციითვე, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის არ ემთხვევა მონაცემები საბალანსო ანგარიშგებასა და აქტივების უწყისში.
კონტროლის პალატაში განმარტავენ, რომ ქართული ოცნების საბანკო ამონაწერში ფიქსირდება იჯარასთან დაკავშირებული მხოლოდ ერთი ტრანზაქცია (შპს ძველი უბანი-17524 ლარი) და არ არის წარმოდგენილი რეგიონული ოფისების იჯარის ხარჯები. ასეევე საბანკო ამონაწერში ფიქსირდება მხოლოდ გაზეთის ბეჭვდისა და გამოცემის ხარჯები(შპს საგამომცემლო ცენტრი საერთო სიტყვა - 130 000 ლარი) და არ ჩანს, თუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ფიზიკური პირების მიერ გაზეთების გავრცელება. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, წარმოდგენილი ინფორმაციებიდან საერთოდ გაურკვეველია ორგანიზაციის სიმბოლიკის ამსახველი მაისურების დამზადებისა და გავრცელების ხარჯები. ასევე ცნობილი ხდება რომ ქართული ოცნების მიერ აქტივების რეესტრი არასწორადაა შევსებული (ტექნიკური).
კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, რომ ასევე სხვადასხვა სახის ხარვეზები დაუდგინდათ დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებსაც. კერძოდ: ეროვნულ-დემოკრატიულპარტიას, პოლიტიკურ გაერთიანება "ეროვნულ ფორუმს", მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება მოძრაობა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სახალხო ფრონტს", მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მთლიანი საქართველოს", მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის", პარტია „საქართველოს გზას", საქართველოს ერთიან კომუნისტურ პარტიას, საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას, საქართველოს მწვანეთა პარტიას, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „საქართველოს მშრომელთა საბჭოს", საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიას" მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ პარტიას", მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „დემოკრატიული განახლება - ჩვენი საქართველო გაბრწყინდება" (ჩვენები), მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", პოლიტიკურ გაერთიანება „ხალხის პარტია", პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო", აიპ „რესპუბლიკური ინსტიტუტი".
პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, რომ რადგან აც საქართველოს კონტროლის პალატის მიზანია დარღვევების პრევენცია, 2012 წლის 14 მაისს 12 საათიდან მთელი დღის განმავლობაში, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ჩაატარებს სამუშაო შეხვედრას პოლიტიკური სუბიექტების ფინანსურ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირებთან. შეხვედრის მიზანია ზემოთაღნიშნული ხარვეზების გასწორება, რათა საზოგადოებამ მიიღოს არსებითი უზუსტობებისაგან თავისუფალი ანგარიში საქართველოში პოლიტიკური დაფინანსების შესახებ.