ნატო-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა კონკურენტების შესაკავებლად საკუთარ ბირთვულ შესაძლებლობებზე უფრო მეტი აქცენტი უნდა გააკეთოს.
რუტე მიიჩნევს, რომ ნატო-ს ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან მეტი საუბარი ბირთვული შეკავების შესახებ, რათა ადამიანებმა გაიაზრონ, თუ როგორ უწყობს ეს ხელს საერთო უსაფრთხოებას.
„რუსეთი სახიფათო და უკომპრომისო ბირთვულ რიტორიკას როდესაც იყენებს, ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ნატო-ს მშვიდობის შესანარჩუნებლად ძლიერი ბირთვული შემაკავებელი ძალა აქვს“, – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი გერმანულ გაზეთთან ინტერვიუში.
მარკ რუტემ ბირთვულ შეკავებას ნატო-ს უსაფრთხოების „უმაღლესი გარანტია“ უწოდა.
„პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ომი ვერასდროს მოიგება და ვერასდროს დაიწყება“, - აღნიშნა რუტემ.