პარტია "განახლებული საქართველოსთვის" აგრელებს რეგიონალური და რაიონული ოფისების გახსნას საქართველოს მასშტაბით. გასული კვირის განმავლობაში პარტიის ოფისები გაიხსნა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში , კერძოდ დაარსდა ბათუმის, ქობულეთის,ხელვაჩაურის საქალაქო და რაიონული ორგანიზაციები.
აჭარის მოსახლეობას, როგორც დანარჩენ საქართველოს აწუხებს უმუშევრობის პრობლემა, მოსახლეობა ითხოვს დასაქმებას და ახალ სამუშაო ადგილებს. ეკონომიკური პრობლემების გამო ხელმიუწვდომელია ჯანდაცვისა და დაზღვევის სერვისები, მოსახლეობა ვერ იძენს მედიკამენტებს მეტად მაღალი ფასების გამო, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის დროული მკურნალობის თვალსაზრისით. ასევე მეტად პრობლემურია მოსახლეობის საბანკო კრედიტების მაღალი პროცენტი.დაუტვირთავი ტურისტული სეზონის გამო ქობულეთში პრაქტიკულად ჩავარდა, მოსახლეობის გადახდისუნარიანობა და ბიზნესის ხელშეწყობის ნაცვლად მოსახლეობა, ეკონომიკური კოლაფსის პირას აღმოჩნდა, ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს პარტია „განახლებული საქართველოსთვის" წარმომადგენლება აჭარის რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
პარტიის მხარდამჭერები დაინტერესდნენ პარტიის ძირითადი საპროგრამო დებულებებით და მათი კონცეფციით ეკონომიკური და სოციალური მოგვარების კუთხით. მოსახლეობას სურს ეკონომიკური კავშირურთიერთობის აღდგენა როგორც კავაკასიის რეგიონში, ისე რუსეთთან პროდუქციის რეალიზაციის მიზნით. ტრადიციულად აჭარის რეგიონი ითვლებოდა ციტრუსებისა და ჩაის ძირითად მიმწოდებლად. მოსახლეობა ითხოვს გაჩანაგებული ჩაის კულტურის აღდგენას და ამ მიმართულებით დახმარებას.პარტიის ლიდერებმა უპასუხეს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან და საჭირბოროტო შეკითხვებს. ყურადღება გამახვილდა პარტიის ძირითადი მიზნებისა და ამოცანების განხორციელების პერსპექტივებზე, კერძოდ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმებზე და 12 მაისს თბილისსა და საქართველოს ძირითად ქალაქებში დაგეგმილ დევნილთა ფართომასშტაბიან შეკრებაზე, რომელმაც სათავე უნდა დაუდოს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობის ქმედუნარიანობის ახალ ეტაპს მათი გაერთიანების კუთხით. ასევე აღინიშნა, რომ ეს დღე გამოცხადდება აფხაზ, ოსთა და ქართველთა ერთობის დღედ.
"განახლებულის საქართველოსთვის" ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩეულ იქნა არსენ გელაძე, პროფესიით იურისტი, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი. ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნადიმ მალაყმაძე, პროფესიით იურისტი. პარტიის ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს ბეიზნესმენი თამაზ გოგიბერიძე, რომელსაც ასევე გამოცდილება აქვს პარტიული საქმიანობის კუთხით. პარტიის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გიორგი საყვარელიძე, პროფესიით იურისტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა სამართალდამცავ ორგანოებში.
პარტია განაგრძობს რაიონული ორგანიზაციების დაარსებას. მომავალ კვირაში აჭარაში კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია დაფუძნდება, კერძოდ ხულოს, ქედასა და შუახევის რაიონებში.