დღეს, 19 იანვარს სამდღიანი სამუშაო ვიზიტით პრემიერი ნიკა გილაური საქართველოს ეკონომიკურ გუნდთან ერთად ეგვიპტეში გაემგზავრება.
ქართული დელეგაცია საქართველო-ეგვიპტის ეკონომიკური კომისიის სხდომას დაესწრება, რომელიც ქვეყანაში ეგვიპტური ინვესტიციების მოზიდვას დაეთმობა.