საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომენტარებს მისი ქორწინების შესახებ „შეუსაბამო“ უწოდა. ამის შესახებ მაკრონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. იუწყება BFMTV.
სეულში ჩასვლისთანავე, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, მაკრონმა ტრამპის შენიშვნებს უპასუხა.
მან თქვა, რომ ამერიკის ლიდერის სიტყვები „არც კორექტული იყო და არც ღირსეული“.
„ამ კითხვაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ, ეს პასუხს არ იმსახურებს. მათ შეუძლიათ, უკმაყოფილება გამოთქვან, რომ არ ეხმარებიან იმ ოპერაციაში, რომელიც დამოუკიდებლად გადაწყვიტეს. ეს ჩვენი ოპერაცია არ არის“, “, - დასძინა მაკრონმა.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ნატო-ელი მოკავშირეების მიმართ უკმაყოფილების გამო, პრესასთან საუბრისას, ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი ახსენა.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, აღდგომისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი ცუდად ექცევა და ყბაში დარტყმისგან გონს ჯერ არ მოსულა, ვუთხარი, სპარსეთის ყურეში გვინდა დახმარება, მიპასუხა, ეს ომის შემდეგ შეგვიძლიაო“.
პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შესახებ დონალდ ტრამპის კომენტარებმა ფრანგ პოლიტიკოსებში აღშფოთება გამოიწვია.