აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატო-ს შესახებ განაცხადა, რომ მას არ სჭირდება მოკავშირეების დახმარება ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში და ამავდროულად, ისინი უმოქმედობაში დაადანაშაულა.
ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში დახმარება არ სჭირდება, თუმცა სურს ნახოს, როგორ იმოქმედებენ ალიანსის ქვეყნები.
„ჩვენ ტრილიონობით დოლარს ვხარჯავთ ნატო-ზე და როცა ისინი გვჭირდება, ეს არასდროს ხდება. გულწრფელად რომ ვთქვა, ისინი აქაც არ გვჭირდებოდა. სინამდვილეში, ვკითხე, რადგან მინდოდა მენახა, რას იზამდნენ. ბოლოs რაც მჭირდებოდა, ნატო-ს ჩარევა იყო, რადგან ისინი ქაღალდის ვეფხვები არიან“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
„ვურეკავ საფრანგეთს, მაკრონს, რომელსაც ცოლი ძალიან ცუდად ექცევა, მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან გონს ჯერ რომ არ მოსულა და ვეუბნები: „ემანუელ, ძალიან გვინდა დახმარება სპარსეთის ყურეში, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდებს ვამყარებთ, ცუდ ხალხს ვანეიტრალებთ და ბალისტიკური რაკეტებს ვანადგურებთ. ძალიან გვინდა თქვენი დახმარება, შეგიძლიათ, გემები დაუყოვნებლივ გამოაგზავნოთ?“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, მაკრონმა უპასუხა, რომ მას შეეძლო ამ მოთხოვნის შესრულება ირანში ომის დასრულების შემდეგ.
„არა, არა, არა, ამას ვერ გავაკეთებთ. ამის გაკეთება ომის დასრულების შემდეგ შეგვიძლია. მე კი ვუთხარი: ომის დასრულების შემდეგ არ მჭირდება, ემანუელ“.