19 იანვარი, საპენსიო და სოციალური დახმარებების ჩარიცხვასთან დაკავშირებით, "სახალხო ბანკში" სრულ სამუშაო დღედ ცხადდება.
"სახალხო ბანკის" ინფორმაციით, იმუშავებს ბანკის შემდეგი ფილიალები: თბილისის ფილიალები და მათზე დაქვემდებარებული სერვის ცენტრები, რეგიონალური ფილიალები (ბათუმი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თელავი, რუსთავი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი) და მათზე დაქვემდებარებული სერვისცენტრები.