საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების დაკავებას ეხმიანება და აღმიშნავს, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
ელჩ იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნდება
"ფაქტი, რომ როგორც იქნა, რამდენიმე პოლიციელი დააკავეს ძალადობისთვის, რომელიც მათ დემონსტრაციების დროს ჩაიდინეს, ვფიქრობ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნდება. ჩვენ, როგორც ევროკავშირი და ევროკავშირის დელეგაცია, დასახმარებლად ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ ჩვენ გულწრფელი მზადყოფნა გვჭირდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია დაფუძნებულია მკაფიო წესებზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ოჯახს წარმოვადგენთ, რომელიც დაფუძნებულია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე. ყველა ქვეყანამ, რომელიც გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, ერთი და იგივე ღირებულებები და პრინციპები უნდა დაიცვას", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.