უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პეტერ მადიარს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
"ვულოცავ პეტერ მადიარს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას და უნგრეთის პრემიერის მოვალეობის შესრულების დაწყებას. სიმბოლურია, რომ ეს ინაუგურაცია ევროპის დღეს იმართება.
უკრაინა მზად არის უნგრეთთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლობასა და ხალხის მიმართ პატივისცემაზე დაფუძნებული ძლიერი ურთიერთობების აშენებისთვის.
ერთად ჩვენ შევძლებთ ჩვენს ერებს მეტი ძალა მივცეთ და მთელი ევროპა გავაძლიეროთ. გისურვებთ წარმატებას და კარგ შედეგებს თქვენს საქმიანობაში!" - წერს ზელენსკი.