უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს გადადგომისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მან ქვეყნის განახლებას ხელი არ უნდა შეუშალოს.
ახალი პრემიერი პრეზიდენტს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვოს თანამდებობა.
„ტამაშ შუიოკმა არ უნდა შეუშალოს ხელი უნგრეთის დემოკრატიულ განახლებას და უნდა გადადგეს არაუგვიანეს 31 მაისისა“, - განაცხადა მადიარმა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა, კონსტიტუციის გარანტის როლის შესრულების ნაცვლად, წინა ხელისუფლების დროს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ფინანსურ სფეროებში შესაძლო დარღვევებს შეუწყო ხელი.
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დღეს ოფიციალურად გახდა.
უნგრეთის ახალმა პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა.
უნგრეთის ახალმა მინისტრთა კაბინეტმა, ფიცი დადო და მუშაობას ოფიციალურად შეუდგა.
.