უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ოქმების 60 % დაამუშავა.
პირველი ტურის შედგების მიხედვით, ვიქტორ იანუკოვიჩს ხმა მისცა ამომრჩეველთა 36,23 %-მა, იულია ტიმოშენკოს კი 24,4 %-მა.
როგორც მოსალოდნელი იყო, იანუკოვიჩი და ტიმოშენკო ქვეყნის პრეზიდენტის ვინაობას 7 თებერვალს, მეორე ტურში გაარკვევენ.
სხვა კანდიდატების მაჩვენებლები ასე გამოიყურება:Lსერგეი ტიგიპკო - 13,14 %, არსენი იაცენიუკი - 6, 84 %, ვიქტორ იუშჩენკო - 4,09 %, პიოტორ სიმონენკო - 3 62 %, ვლადიმერ ლიტვინი - 2,38 %, ოლეგ ტიაგნიბოკი - 1,31 %, ანატოლი გრიცენკო - 1,17 %, ინა ბოგოსლოვსკაია - 0,43 %.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში 18 კანდიდატი მონაწილეობდა _ ირინა ბოგისლოვსკაია, მიხაილ ბროდსკი, ანატოლი გრიცენკო, იური კოსტენკო, ვლადიმერ ლიტვინი, ალექსანდრ მოროზი, ალექსანდრ პაბატი, ვასილი პროტივსიხი, სერგეი რატუშნიაკი, ოლეგ რიანონოკი, პეტერ სიმონენკო, ლუდმილა სუპრუნი, იულია ტიმოშენკო, სერგეი ტიგიბკო, ოლეგ ტიაგნიბოკი, ვიქტორ იუშჩენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი, არსენი იაცენიუკი.
არჩევნები უკრაინის 225 ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში გაიმართა. ცესკოს მიერ რეგისტრირებული იყო 36,577 მილიონი ამომრჩეველი.