ხვალ, 3 აპრილს, 13:00 საათზე, პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" ოფისში, (მისამართი: საბურთალო, ცაგარელის ქ.24) პრესკონფერენციას გამართავენ პარტიის თავმჯდომარე ნანა გულუა და პარტიია წევრები ლაშა გვასალია, ლევან გვარმიანი, გიორგი ოძელი, სოსო გიორგაძე.
პრესკონფერენცია ეძღვნება მიმდინარე წლის 28 აპრილს თბილისში, ზუგდიდსა (სოფელი რუხი, ადმინისტრაციულ საზღვართან) და რუსთავში დაგეგმილ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა შეკრებას, რომელსაც დაესწრება 120 000-ზე მეტი იძულებით გადაaდგილებული.
შეკრებაზე დაგეგმილია აფხაზეთის ამჟამად თბილისში მოქმედი ხელისუფლების მუშაობის შეფასება.
შეკრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება უცხოეთში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილ ბიზნესმენთა მიერ დევნილთა საერთაშორისო ფონდის დაარსება, რომლის ძირითადი დანიშნულება იქნება დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე ზრუნვა და ამ მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.
შეკრების ორგანიზებამდე პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" გეგმავს ფართო საინფორმაციო-სარეკლამო კამპანიისა და სხვადასხვა აქციების ჩატარებას.