თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას შეფასებით, ირაკლი ალასანია ბოდავს, როდესაც ხელისუფლების მიერ შეიარაღებული ბანდფორმირებების შექმნაზე საუბრობს.
როგორც მინისტრმა კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, ირაკლი ალასანიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რამდენიმე თვეა, თავდაცვის სამინისტროს მიერ, იქმნება სარეზერვო სისტემა და მისი გამოყენება მხარეებს შორის დაპირისპირებისას, დაუშვებელია.
მინისტრის განმარტებით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, გაწევრიანდეს სარეზერვო სამსახურში.
"ეს ნებაყოფლობითია და ანაზღაურებას არავინ იღებს. სამუშაო რამდენიმე რეგიონში ჩატარდა, სარეზერვო სამსახურები შემქნილია და დაახლოებით 40 ათასი ადამიანი არის უკვე გაწევრიანებული. საბოლოო ჯამში, 100 ათასი მოხალისე გვეყოლება. ეს მოხდება ყველა რეგონში, უბრალოდ, იმ რეგიონებიდან დავიწყეთ, რომელიც არის ადმინისტრაციული საზღვარი. ამ ყველაფრის უკან სისულელეები არ უნდა დაინახო", - განაცხადა ახალაიამ.
მისი თქმით, სარეზერვო სისტემის შექმნის აუცილებლობა ხელისუფლებას 2008 წლის ომმა დაანახა.
"რეზერვისტები საომარი ვითარების დროს, ჯარისკაცების დახმარების და სტიქიური უბედურებების დროს, დამხმარე საშუალებაა, მხარეებს შორის დაპირისპირებისას კი მათი გამოყენება არ შეიძლება", - დასძინა ახალაიამ.