აფხაზური ჯარიდან გამოქცეული ჯარისკაცი საქართველოს მთავრობას თავშესაფარს სთხოვს.
18 წლის ლექსო ბჟანია გალის რაიონის სოფელ კოხორადან აფხაზმა შეიარაღებულმა პირებმა იძულებით წაიყვანეს და მას აფხაზეთის ჯარში მსახურს აიძულებდნენ.
როგორც ბჟანია ყვება, ის აფხაზურმა ფორმირებებმა ჯერ ტყვარჩელში, ხოლო შემდეგ ოჩამჩირის რაიონის სახმხედრო შტაბში გადაიყვანეს, სადაც მას სამხედრო სამსახურის მოხდას აიძულებდნენ, თუმცა როგორც 18 წლის ლექსო ბჟანია ამბობს, მას არ სურდა მარიონეტული ხელისუფლების სამხედრო ნაწილებში მსახურება და მზადაა საქართველოს სამხედრო სამსახურში მოიხადოს ვალი.
ბჟანიამ არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართა" და დღემდე, ძმასთან და დედასთან ერთად, მათ ოფისში იმყოფება. არასამთავრობო ორგანიზაცია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართავს, რათა ბჟანიებს თავშესაფარი გამოუყონ.