ქართულ მხარეს ნატოსთან ურთიერთობის ფარგლებში 2010 წლის სამოქმედო გეგმა მზად აქვს.
დოკუმენტის მომზადებაზე საქართველოს მთავრობასთან ერთად ექსპერტებმაც იმუშავეს.
გეგმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ალიანსის შატბ-ბინაში უკვე გადააგზავნა.
როგორც გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცედურების შესაბამისად, ქართული მხარე ახლა ნატოსგან შენიშვნებს ელოდება, მისი ჩასწორების შემდეგ კი, სავარაუდოდ თვის ბოლოს, გეგმის დამტკიცება მოხდება.
მისივე განმარტებით, 2010 წლის განმავლობაში ქართული მხარე საკმაოდ მნიშვნელოვან ვალდებულებებს იღებს, მათ შორის გეგმა სამხედრო რეფორმების გაძლიერებას, ომის შედეგების აღმოფხვრას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მედიის თავისუფების ამაღლებასა და კონსტიტუციური საქმიანობის გაძლიერებას ითვალისწინებს.
"ყველა ამ ვალდებულების შესრულების შემდეგ საქართველო ნატოს კიდევ უფრო დაუახლოვდება", - განაცხადა ბარამიძემ.
საქართველოს 2010 წლის სამოქმედო გეგმაზე ბრიუსელში მსჯელობა 20 იანვარსაა ჩანიშნული.