ბუკინგემის სასახლემ დაადასტურა, რომ ვაშინგტონში სროლის ინციდენტის მიუხედავად მეფე ჩარლზ III-ის სახელმწიფო ვიზიტი აშშ-ში გეგმის მიხედვით შედგება.
ამის შესახებ Sky News წერს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კვირა საღამოს ბუკინგემის სასახლემ საბოლოოდ დაადასტურა ინფორმაცია ვიზიტის შესახებ.
„ორი ქვეყნის მხარეს შორის დღის განმავლობაში გამართული კონსულტაციების და მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მისი უდიდებულესობების სახელმწიფო ვიზიტი ჩატარდება გეგმის მიხედვით. მეფე და დედოფალი მადლობას უხდიან ყველას, ვინც ამ ვიზიტის ორგანიზებაზე იმუშავა და მოუთმენლად ელიან მის დაწყებას ხვალ“, - ნათქვამია განცახდებაში.
ამასთან, სასახლემ აღნიშნა, რომ ვიზიტის ერთ ან ორ ღონისძიებაში შესაძლოა მცირედი ოპერატიული ცვლილებები შევიდეს, თუმცა საერთო პროგრამა უცვლელი რჩება.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მერე ჩარლზ მესამე და დედოფალი კამილა დღეიდან ოთხდღიან სახელმწიფო ვიზიტს დაიწყებენ შეერთებულ შტატებში. ისინი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდებიან.