აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი განაცხადა, რომ ის „კარგ საუბარს“ აწარმოებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან.
ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „მუშაობს რუსეთისა და უკრაინის სიტუაციაზე“ და გამოთქვა იმედი, რომ ომის მოგვარება შესაძლებელი იქნება.
„მე ნამდვილად ვესაუბრები მას [პუტინს] და ასევე ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკის და ეს კარგი საუბრებია“, - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე გაიმეორა ნარატივი პუტინსა და ზელენსკის შორის არსებული „სიძულვილის“ შესახებ.
„პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის სიძულვილი სასაცილოა. ეს სიგიჟეა. სიძულვილი ცუდი რამ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცდილობ რაიმეს მოგვარებას, მაგრამ ეს მაინც მოხდება“, - დაამატა მან.