აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი განაცხადა, რომ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მსროლელის მანიფესტი ანტიქრისტიანულ მოტივებს შეიცავდა. ამის შესახებ მან Fox News-ის ეთერში ისაუბრა.
„თუ მის მანიფესტს წაიკითხავ, აშკარა ხდება, რომ ეს ფსიქიკურად არაჯანსაღი ადამიანი იყო“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, დოკუმენტი რელიგიურ თემებს ეხებოდა და „გამოკვეთილად ანტიქრისტიანული“ იყო. ასევე დასძინა, რომ სროლაში ეჭვმიტანილს, კოულ ალენს „ქრისტიანები სძულს“.
ტრამპის ვერსიით, ეჭვმიტანილის ოჯახმა მისი პრობლემების შესახებ იცოდა და „სამართალდამცავებსაც კი მიმართავდა“. მისი თქმით, „შესაძლოა, მათ უფრო მკაცრად უნდა ემოქმედათ და ინფორმაცია უფრო კატეგორიულად მიეწოდებინათ“.
გადაცემა The Sunday Briefing წამყვანმა ჟაკლინ ჰაინრიხმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ეჭვმიტანილის მანიფესტში საუბარი იყო აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე თავდასხმის განზრახვაზე. მისი თქმით, ეჭვმიტანილის სოციალურ ქსელებში ასევე მრავლად იყო ანტიტრამპული და ანტიქრისტიანული განცხადებები.
ჟურნალისტის ინფორმაციით, კოულ ალენის ძმამ კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ-ლონდონის პოლიციას აცნობა მანიფესტის შესახებ, რომელიც მან ოჯახის წევრებს სროლის ინციდენტამდე გაუგზავნა.
აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და მონტგომერის ოლქის პოლიციამ დაკითხა ეჭვმიტანილის და ავრიანა ალენი, მათ სახლში ქალაქ როკვილში. ჰაინრიხის თქმით, ეჭვმიტანილმა იარაღის მაღაზიაში შეიძინა ორი პისტოლეტი და ერთი თოფი, რომლებიც მშობლების სახლში ინახებოდა.
მისივე ინფორმაციით, მამაკაცი რეგულარულად დადიოდა ტირში სავარჯიშოდ, იყო ახალგაზრდული ჯგუფის „The Wide Awakes“ წევრი და კალიფორნიაში მონაწილეობდა ანტიტრამპულ საპროტესტო აქციაში „No Kings“.