."ჯი-ეიჩ-ენი". საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის არასტაბილურობის ფონზე საქართველო მაქსიმალურად უნდა განვითარდეს.
"რუსეთს ელოდება არასტაბილურობა. ამის ფონზე ჩვენ განსაკუთრებით სწრაფად უნდა განვითარდეთ, გსანკუთრებით ბევრი უნდა ავაშენოთ, განსაკუთრებით ბევრი უნდა ვიშრომოთ და ფართოდ უნდა გავშალოთ მთები. რა თქმა უნდა შორს არ არის ის დრო როცა საქართველო საბოლოოდ განთავისუფლდება, რადგან ის ვინც წარსულს აშენებს არ შეიძლება ჰქონდეს მომავალი. ის ვინც ჩვენს ტერიტორიებზე ბაზებს აშენებს, მავთულხლართებს ხსნის, მას არ შეიძლება მომავალში იმედი ჰქონდეს რომ ამ ტერიტორიას შეინარჩუნებს. რაც უფრო სწრაფად ავაშენებთ ჩვენს მომავალს, ამ მომავალში მით უფრო მეტი ადგილი ექნება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ამ ყველაფრის განსახორციელებლად უნგა გაგრძელდეს ის რეფორმები და მშენებლობები, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს.