ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს ხელმძღვანელი ჰაიდი ტალიავინი აცხადებს, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს თანაბარი პირობები არ ჰქონდათ. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ეუთოს წარმომადგენელი ტონინო პიკულა აცხადებს, რომ არჩევნების მიმდინარეობისას თვალსაჩინო იყო "აქცენტების გადანაცვლება" ერთ ერთი კანდიდატის - ვლადიმერ პუტინის მხარეს. ამას გარდა, ეუთოს დამკვირვებლები ასევე ნეგატიურად აფასებენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ხმათა დათვლას საარჩევნო უბნების თითქმის მესამედზე.
თავის განცხადებაში ეუთო აღიარებს, რომ ხმის მიცემის შედეგები "ეჭვს არასოდეს იწვევდა" და გამოდის მოწოდებით გამოძიებულ იქნეს ის მრავალროიცხოვანი დარღვევა ხმის მიცემისა და დათვლის დროს რომელთა შესახებაც არაერთხელ იქნა გაცხადებული.
"დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ყველა კანდიდატს მასობრივი ინფორმაციის საშუალებეთან მისაწვდომობა ჰქონდათ, მაგრამ პრემიერ-მინისტრს მართლაც ჰქონდა უპირატესობა თავის კონკურენტებთან შედარებით მედია-სივრცეში წარმოდგენის თვალსაზრისით", _ ნათქვამია ეუთოს განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ რეგიონულ დონეზე პუტინის მხარდასაჭერად სახელმწიფო რესურსები იყო მობილიზებული.