აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მისალოცი დეპეშა გაუგზავნა.
"თქვენი გამარჯვება არჩევნებში მოწმობს თქვენსადმი და თქვენი პროგრამისადმი რუსეთის მოქალაქეების მიერ გამოხატულ ნდობაზე. იმედს ვიტოვებ, რომ მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მრავალმხრივ და დინამიურად ვითარდება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გამყარდება და გაფართოვდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ და ჩვენი რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის", _ აცხადებს ალიევი და აღნიშნავს, - "ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, გისურვებთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას დიდ წარმატებას სახელმწიფოებრივ საქმიანობაში".