რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ღიაობისა და თავისუფლების პრინციპის დაცვით ჩატარდა. მიიჩნევენ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებელთა ჯგუფში. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ხმის მიცემის პროცედურა და დათვლა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტებისა და რუსეთის კანონმდებლობის დაცვით განხორციელდა", _ განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა კლაიდ პრესტონმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, საერთაშოროსო დამკვირვებლებმა მთლიანობაში რუსეთში მიმდინარე საარჩევნო პროცესი "კარგად" შეაფასეს. მათ ეს დასკვნა მათ მიერ მონახულებული საარჩევნო უბნების 89 % ზე არსებული სიტუაციის შესაბამისად გამოიტანეს.