ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ოფისიდან ქართველ პოლიციელებს მოუწოდა თავი შეიკავონ უკანონო ბრძანებების შესრულებისგან. ივანიშვილის თქმით, ყველა პოლიციელს, რომელიც უკანონო ბრძანებებს შეასრულებს, კანონის წინაშე მკაცრად პასუხისგება მოუწევთ.
"მინდა მოვუწოდო პოლიციის თანამშრომლებს, თავი შეიკავონ ყოველგვარი უკანონო ბრძანების შესრულებისგან, ნუ გახდებიან სააკაშვილის იდეოლოგიაზე აგებული ძალადობრივი სისტემის მსხვერპლი, ნუ აქვთ იმის ილუზია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება და სააკაშვილი მათ დიდხანს დაიცავს. ეს სისტემა ძალიან მალე დაიმსხვრევა და ყველა, ვინც უკანონო ქმედებებს ახორციელებს, ვინც უკანონო ბრძანებებს ემორჩილება და კანონს არღვევს, აუცილებლად აგებს კანონის წინაშე პასუხს და გაძლევთ პირობას, რომ ეს მოხდება ძალიან მალე, სულ ცოტა დრო დარჩა, რაღაც შვიდი თვე. თითოეულ თქვენგანი, ვინც უკანონო ბრძანებას შეასრულებს, გპირდებით, რომ ძალიან მკაცრად აგებთ პასუხს კანონის წინაშე", - მიმართა ივანიშვილმა ქართველ სამართალდამცავებს.