კიევის სააპელაციო სასამართლო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველი დამკვირვებლების დასწრების საკითხს დღეს განიხილავს.
პროცესი სასამართლოში ადგილობრივი დროით 09:00 საათზეა ჩანიშნული. არსებული ინფორმაციით, საკითხი სავარაუდოდ, ორ საათში გადაწყდება.
მოსარჩელე მხარედ უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციები და იულია ტიმოშენკოს პარტიაა წარმოდგენილი. ისინი უკრაინის ცესკო-ს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც, ქართველი დამკვირვებლები უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშნენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ცესკო-მ ამ საკითხზე ორი დღის წინ იმსჯელა და ხმათა უმრავლესობით, 2 ათას ქართველ დამკვირვებელს რეგისტაციაში გატარებაზე უარი უთხრა.