სარემონტო სამუშაოს გამო, 2 მარტს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, კლდიაშვილის, თვალჭრელიძის, ჯავახიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.